ყველა
პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან საპროტესტო აქცია დასრულდა
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან...
 
სპორტი
მესი ლა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა
დღეს ლიონელ მესიმ სევილიას 3 გოლი...
 
ჟურნალისტი:
ბექა გოგინაშვილი
გაერთეთ!
ინგლისურის მცოდნე თუთიყუშმა 4 წლის შემდეგ ესპანური ისწავლა
თუთიყუში, სახელად ნიგერი, პატრონის...
 
ახალი თაობა
თამარ გვერდწითელი: ”ერთ ესპანელ მამაკაცს წლების მანძილზე ვუყვარდი”
ქართველმა მომღერალმა თამარ...
 
ჯანმრთელობა
მადაგასკარზე შავი ჭირის ეპიდემია გავრცელდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის...
 
განათლება
27.07.2012 00:35 – მაია მიმინოშვილი: "ჩვენ მნიშვნელოვან ინფორმაციას ვფლობთ, რომელსაც გამოვიყენებთ!"

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განათლების სამინისტროს თანამშრომლებისთვის ახალი მინისტრის წარდგენისას გამოცდების ეროვნულ ცენტრს "მხართეძოზე წამოწოლილთა კანტორა" უწოდა. არადა საქართველოს განათლების სამინისტროს მონაპოვრით – ერთიანი ეროვნული გამოცდებით – საქართველოს ხელისუფლება წლების განმავლობაში იწონებდა თავს, ხოლო გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი კი მათ ფავორიტად ითვლებოდა. 27 მაისის "ქართული ოცნების" აქციის დღეს კი ყველაფერი შეიცვალა. მაია მიმინოშვილის უმცროსი ვაჟი ლაშა ყანჩაველი მილიარდერი ბიზნესმენის მხარდამჭერთა შორის დააფიქსირეს და ქალბატონი მაიაც სამსახურიდან გაათავისუფლეს. თუმცა ხელისუფლებამ ამის მიზეზად სრულიად სხვა – "პრინციპული შეუთავსებლობა" დაასახელა. ქალბატონ მაიასთან ერთად ორგანიზაცია 60–მა თანამშრომელმა დატოვა. მაიამ მიმინოშვილი პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას არ აპირებს, თუმცა ამბობს, რომ განათლების საკითხებზე ყველასთან ითანამშრომლებს. მისი ძმა, ჯგუფ "შინის" წევრი ზაზა მიმინოშვილი რამდენიმე ხანში საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს და, ქალბატონი მაიას თქმით, ხალხს თავის თანადგომას კონცერტებით გამოუცხადებს.

რამდენიმე ხნის წინ მაია მიმინოშვილმა და მისი გუნდის წევრებმა დააფუძნეს ასოციაცია "საგანმანათლებლო პოლიტიკა და კვლევები" და სერიოზული გეგმებიც აქვთ. ქალბატონმა მაიამ "სარკესთან" საუბარი სწორედ ამ თემით დაწყო.

მაია მიმინოშვილი:

– ჩვენი მიზანია, შევიმუშაოთ განათლების სისტემის განვითარების კონცეფცია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი იქნება და მასზე დაყრდნობით ბევრი რამის გაკეთება გახდება შესაძლებელი. როგორ შეიცვალოს განათლების სისტემა, ამაზე კომპეტენტური პასუხი უნდა გავცეთ. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გვიჭირავს ხელში, რომელსაც გამოვიყენებთ. საგამოცდო ცენტრი ყოველთვის ასოცირდებოდა საგამოცდო სისტემასთან. თუმცა ეს ორგანიზაცია სხვა ბევრ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდა, შეიძლება ითქვას, იმაზე მეტს, ვიდრე საგამოცდო სისტემაა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ, საბოლოო ჯამში, საგამოცდო სისტემა მხოლოდ ერთ–ერთი კომპონენტია განათლების რეფორმის და არა ერთადერთი. ამ სისტემაში სხვა მიმართულებებით ბევრი რამ არის გასაკეთებელი.

– მნიშვნელოვანი ინფორმაცია ახსენეთ. რა იგულისხმეთ?

– ეს გახლავთ კვლევის შედეგები. საქართველო არაერთ საერთაშორისო კვლევაში მონაწილეობდა, რომლებიც სხვადასხვა ეტაპსა და საფეხურს მოიცავდა. გვაქვს ზღვა მასალა, რომელიც გამოსაყენებელია. ძალიან ბევრი ქვეყანა სწორედ საერთაშორისო კვლევების შედეგებზე დაყრდნობით გეგმავს განათლების სისტემაში სამომავლო ნაბიჯებს.

– თუ ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია და კვლევის შედეგები გქონდათ, რატომ არ იყენებდით?

– თებერვალში განათლების მინისტრმა მოულოდნელად მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს უარი ეთქვა ამ კვლევებში მონაწილეობაზე.

– მიზეზი რა იყო?

– ის, რომ არ იყო კმაყოფილი კვლევების შედეგებით. ეს კვლევები აჩვენებდა, განათლების კუთხით სინამდვილეში რა ვითარებაა საქართველოში. თქვა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს მუშაობის ხარისხსა და კვლევის მეთოდოლოგიას უწუნებს. ამაზე კომენტარის გაკეთებაც კი არ არის საჭირო...

– თქვენ წლების განმავლობაში იყავით ხელისუფლების ფავორიტი. გარედან ისე ჩანდა, რომ აბსოლუტური მხარდაჭერა გქონდათ. გამოდის, რომ ასე არ იყო.

– ერთიანი ეროვნული გამოცდების პროექტი 2005 წელს არ მომზადებულა, მასზე მუშაობა გაცილებით ადრე დავიწყეთ. უბრალოდ, ვარდების რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებისგან ჩვენ მივიღეთ მხარდაჭერა, რომ ეს პროექტი განხორციელებულიყო. წინა ხელისუფლებას კი ამის ნება და მზაობა არ გამოუხატავს. ასე რომ, ამ პროექტზე მუშაობა სწორედ ამ ხელისუფლების მხარდაჭერით დავიწყეთ. წლების განმავლობაში ვცდილობდი, ხაზი გამესვა იმისთვის, რომ განათლების სისტემის რეფორმირება მხოლოდ გამოცდების რეფორმირებას არ გულისხმობს. გულისტკივილით ვამბობდი, რომ ერთიანი გამოცდების წარმატებაზე ლაპარაკი ამ კუთხით სულაც არ მიხაროდა. რადგან, კიდევ ერთხელ ვამბობ, რეფორმები გამოცდების სისტემით არ უნდა დაიწყო, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი მიმართულებებია, რომლებზეც უნდა იმუშაო. მაგალითად, როგორი უნდა იყოს სასწავლო გეგმა; სასწავლო პროცესი როგორ უნდა იყოს ორგანიზებული; როგორი უნდა იყოს სახელმძღვანელოები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორი უნდა იყოს მასწავლებლის კვალიფიკაციის დონე. აქცენტი კი მაინცდამაინც გამოცდებზე კეთდებოდა. წლების განმავლობაში ეს იყო სალაპარაკო თემა.

– ანუ ამბობთ, რომ ხელისუფლებისთვის მთავარი ფასადური ცვლილება იყო და არა ფუნდამენტური?

– სტრატეგიები მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნობით უნდა დაიგეგმოს. ამ თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო კვლევები, რის მიხედვითაც შეიძლება პრიორიტეტები დასახო. ამ წლების განმავლობაში სპონტანურად იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რა უნდა შეცვლილიყო. ის ინფორმაცია, რაც ხელში გვიჭირავს, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ინტენსიურად ვიმუშაოთ დოკუმენტზე, რომელშიც არც ერთი წინადადება არ იქნება ისეთი, რაც კითხვებს გააჩენს.

– როცა თქვენ გქონდათ ბერკეტები, ცვლილებები განგეხორციელებინათ, მაშინ ვერ შეძელით და ახლა არასამთავრობო ორგანიზაცია ამ მნიშვნელოვან ცვლილებებს როგორ განახორციელებს?

– მართალი გითხრათ, საკითხავია, ბერკეტები რამდენად მქონდა. ერთადერთი, როცა შეიძლებოდა მქონოდა რაიმე ბერკეტი, ეს იყო ის ორი თვე, განათლების მინისტრი რომ ვიყავი. მაშინ საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდი იყო და განათლების სისტემაში არავის სცხელოდა ცვლილებებზე სალაპარაკოდ. თუმცა სწორედ იმ პერიოდში დავიწყეთ სკოლების დაფინანსების სისტემაზე მუშაობა, ვაუჩერულ სისტემას ვგულისხმობ. საბოლოოდ, ესეც არ მიიღეს მხედველობაში. ერთი სიტყვით, ვერ ვიტყვი, რომ რაიმე ბერკეტი მქონდა ცვლილებებისათვის.

– და მაინც, საიდან დაიწყო თქვენი უთანხმოება განათლების მინისტრთან?

– 2011 წელს მე ვიყავი წინააღმდეგი, ჩაგვეტარებინა საატესტატო გამოცდები. განათლების მინისტრს ვთხოვდი და პრეზიდენტსაც შევხვდი თხოვნით, რომ ეს გამოცდები ყოფილიყო პილოტური და ახალი მოდელი მხოლოდ 2012 წელს შემოგვეტანა. განათლების მინისტრმა კი მიიღო გადაწყვეტილება, ჩატარებულიყო რეალური გამოცდები და არა პილოტური, ანუ შედეგების საფუძველზე გაცემულიყო ატესტატი. მე კი ვამბობდი, მე–10 კლასის მოსწავლეები გაგვეფრთხილებინა, რომ მე–12 კლასში ამ ტიპის გამოცდების ჩატარება მოუწევდათ და ამაზე ფიქრი დაეწყოთ. მათ საკმარისი დრო ექნებოდათ მოსამზადებლად. მოსწავლეებს სექტემბერში გამოუცხადეს, რომ სასწავლო წლის ბოლოს ასეთი გამოცდების ჩაბარება მოუწევდათ, რაც მათთვის დიდი სტრესი აღმოჩნდა და ამან საზოგადოების უკმაყოფილებაც გამოიწვია. მაშინ მე შევედი მინისტრთან და ვუთხარი, თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ, რადგან მაინც მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, ჩვენ ერთ ნავში ვსხედვართ და ყველანაირად ვეცდები, გამოცდები წარმატებით განხორციელდეს–მეთქი. მართლაც ასე მოვიქეცით. 24 საათიანი მუშაობის შედეგად მივაღწიეთ იმას, რომ გამოცდები წარმატებით ჩატარდა.

– რა ვიცი, პრეზიდენტმა კი თქვა, მხართეძოზე წამოწოლილები იყვნენო...

– არ ვიცი, რითი დავიმსახურეთ ეს შეფასება. ვერ გეტყვით, ასე რატომ თქვა.

– მიხეილ სააკაშვილმა ისიც თქვა, ჩემზე მაღალ ხელფასს იღებდნენო. მართლა ასე იყო?

– 3.600 ლარს ვიღებდი. ეს დეკლარაციაშიც წერია და ყველას შეუძლია ნახოს.

– მომავალი წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები აღარ ჩატარდება და აბიტურიენტები უმაღლესში საატესტატო ქულების მიხედვით ჩაირიცხებიან. ხელისუფლების ამ ინიციატივას როგორ აფასებთ?

– ამაზე უფრო კონკრეტულ კომენტარს მას შემდეგ გავაკეთებთ, როცა ჩამოყალიბდებიან და იტყვიან, რას და როგორ აპირებენ. ჩემი გათავისუფლების ერთ–ერთ მიზეზად დასახელდა ის, რომ მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი ერთიანი ეროვნული გამოცდების გაუქმების, მაგრამ ეს ასე არ იყო.

ბუნებრივია, არ ვიყავი წინააღმდეგი, მოსწავლე ერთხელ რომ ჩააბარებს ფიზიკის გამოცდას, იგივე საგნის ჩაბარება მეორედაც არ მოუხდეს, მაგრამ მე ვამბობდი, უნდა შეცვლილიყო ტესტის ფორმატი. არ შეიძლება ის ფორმატი, რომლითაც სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს ვატარებთ, გამოვიყენოთ უმაღლესში ჩასარიცხად. გამოსაშვებ გამოცდებზე მხოლოდ ე.წ. დახურულბოლოიანი დავალებებია, სადაც არჩევითი პასუხებია მოცემული და მოსწავლემ პასუხი უნდა შემოხაზოს. ასეთი ტიპის ტესტური დავალებები მოსწავლის შესაძლებლობებს ვერ ამოწმებს, მაგალითად, წერის კულტურას. არ შეიძლება ახალგაზრდა ისე ჩარიცხო უმაღლესში, რომ არ შეამოწმო, შეუძლია თუ არა თუნდაც ერთი წინადადების სწორად დაწერა. ეს მარტო ქართულ ენასა და ლიტერატურას არ ეხება, ასეთივე მნიშვნელოვანია ე.წ. ღიადაბოლოებიანი დავალებები სხვა საგნებშიც, მაგალითად, მათემატიკაშიც. რაც შეეხება იმას, რომ აბიტურიენტს ნებისმიერ დროს შეეძლება მივიდეს საგამოცდო ცენტრში და გამოცდა ჩააბაროს, ეს საკითხიც ჩემთვის ბურუსით არის მოცული. არც ვიცი, რას აპირებენ და როგორ აპირებენ.

ეს საგამოცდო სისტემა პირდაპირ უკავშირდება უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსებას. თქვენ იცით, რომ უმაღლესი სასწავლებლების ბიუჯეტის დიდი ნაწილი სწორედ სახელმწიფო გრანტებით ივსება. ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, საჭიროა კონკურსი, რომ გაირკვეს, სახელმწიფო გრანტი ვის ეკუთვნის. გრანტის განაწილება რომ მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდების შედეგების მიხედვით მოხდეს, გამართლებული არ არის. ერთიანი ეროვნული გამოცდების მიხედვით ხდებოდა მოსწავლის კომპლექსური შემოწმება, რაც ეფექტურ შედეგს გვაძლევდა.

– თქვენი სამსახურიდან გათავისუფლების რეალური მიზეზი ის ხომ არ იყო, რომ თქვენს თვალებში "ოცნება" დაინახეს?

– ყოველთვის ვცდილობდი, პოლიტიკურ პროცესებში არ ჩავრეულიყავი და ეს არცთუ წარუმატებლად გამომდიოდა. ნებისმიერ ადამიანთან გვექნება ურთიერთობა, ვისაც გული შესტკივა განათლების სისტემაზე. ვითანამშრომლებთ ნებისმიერ პარტიასთან, ვინც ამის სურვილს გამოთქვამს, მათ შორის – განათლების სამინისტროსთანაც.

– პოლიტიკური პარტიებიდან შემოთავაზება არ გქონიათ, რომ მათ რიგებში ჩამდგარიყავით?

– კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მზად ვარ, ყველა პარტიასთან ვითანამშრომლო განათლების საკითხებში.

– მაშინ პირდაპირ გკითხავთ, ბიძინა ივანიშვილს არ შემოუთავაზებია, მისი პარტიის წევრი გამხდარიყავით?

– როცა ჩემი შვილის გამო ის ამბები დატრიალდა, მეორე დღეს ბიძინა ივანიშვილს შევხვდი. მან გულისტკივილი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მისი აქციის გამო ამდენმა ადამიანმა დაკარგა სამსახური. თქვენ იცით, რომ ჩემთან ერთად სამსახური დატოვა 60–მა თანამშრომელმა. ბატონ ბიძინას ჩემთვის არაფერი შემოუთავაზებია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მხოლოდ გულისწუხილი გამოთქვა იმ ცნობილ ფაქტთან დაკავშირებით.

– შეხვედრა ვისი ინიციატივით მოხდა?

– შეხვედრა მისი სურვილი იყო... ბევრ აბსურდულ რამეზე ლაპარაკობენ, მაგალითად, "რეალ ტივის" ჟურნალისტმა მე და გია ხუხაშვილი ერთ–ერთ კაფეში "დაგვიჭირა" და ამაზე სიუჟეტი ააგო. არადა, მე და გია კლასელები ვართ. ის დღე ჩემთვის მძიმე იყო, ჩვენი თანამშრომელი მამუკა ჯიბლაძე გაუჩინარდა. გიამ დამირეკა და შევხვდი. ნაციონალურ მოძრაობაში ბევრი მეგობარი მყავს. მაგალითად, ხათუნა ოჩიაური ჩემი ბავშვობის მეგობარია. ხათუნაზე არ მაქვს ლაპარაკი, ზოგადად ვთქვი, მაგრამ მათი რიგებიდან არავის დაურეკავს, თორემ მათაც სიამოვნებით შევხვდებოდი.

– რატომ გაუჩინარდა მამუკა ჯიბლაძე? ამაზე არაფერი გითქვამთ.


– არც ახლა ვიტყვი. ამაზე თვითონ არაფერს ამბობს და არც მე ვილაპარაკებ.

– თქვენმა ვაჟმა საზოგადოების ყურადღება ორჯერ მიიქცია. ერთხელ იმით, რომ სამაგისტრო გამოცდების ბარიერი ვერ გადალახა და მეორედ, როცა "ქართული ოცნების" აქციაზე მივიდა, რასაც თქვენი სამსახურიდან დათხოვნა მოჰყვა. როგორც ქალი, დედა, შვილის გარშემო ატეხილ ხმაურს როგორ შეხვდით?

– რა თქმა უნდა, არ იყო იოლი, როცა ხაზგასმას აკეთებდნენ იმაზე, რომ ჩემმა შვილმა გამოცდების ბარიერი ვერ გადალახა. საოცრად გაღიზიანებული ვიყავი და ყველას ვეუბნებოდი, ერთი წუთით წარმოიდგინე თავი ჩემი ან ლაშას ადგილზე–მეთქი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ აბიტურიენტის წარუმატებლობა არ გახმაურებულიყო, ჩემი შვილის წარუმატებლობის შესახებ კი მთელმა ქვეყანამ გაიგო. ამასთან დაკავშირებით ლაშასთან ინტერვიუს ჩაწერაც უნდოდათ, მაგრამ მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი. ლაშას სახელი მეორედ მაშინ გახმაურდა, როცა ის მეუღლესთან ერთად "ქართული ოცნების" აქციაზე მივიდა. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ჩვენთვის არ იყო იოლი.

– ლაშაზე გვიამბეთ, რა პროფესიისაა, სად მუშაობს?


– ლაშა საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტია, მან ჩააბარა მაგისტრატურაში და დღესაც სწავლობს. ჩემი მეგობრები ხუმრობენ, რა ენაღვლება ლაშას, 60 კაცი გამოგვყარა სამსახურიდან და თვითონ კი აქვს ფეხი ფეხზე გადადებულიო. ლაშას ერთი შვილი ჰყავს – ნიკუშა.

– მეორე ვაჟი რას აკეთებს?

– ჩემი უფროსი ვაჟი, სანდრო, შოტლანდიაში მუშაობს, მუსიკოსია, სამეფო აკადემიაში ასწავლის. სანდროსაც ერთი შვილი ჰყავს – მარიამი.

– როცა თქვენს ცხოვრებაში მძიმე პერიოდია, როგორც ქალს, ყველაზე მეტად ვინ გიდგათ გვერდით?


– მეგობრები, ჩემი გუნდი. მე მდიდარი ადამიანი ვარ, მაგრამ ეს პირდაპირი მნიშვნელობით არ გაიგოთ. მე ვარ მდიდარი მეგობრებით, საოცარი გუნდი მყავს, რომელთან ერთადაც ბევრი საქმე მაქვს გაკეთებული. როცა თავისუფალი დრო მაქვს, მაშინაც კი ამათკენ მომიწევს გული, მენატრებიან.

– თქვენი ძმა, ბატონი ზაზა ჯგუფ "შინის" წევრია, თქვენს დაძმობაზე გვიამბეთ.

– ზაზა ემოციური ადამიანია, ის ხელოვანია და ეს არც არის გასაკვირი. ჩემი ამბით ძალიან შეწუხდა. ასეთ რაღაცეებს ის გაცილებით მტკივნეულად აღიქვამს, ვიდრე მე. მე უფრო შემიძლია მძიმე პერიოდებში თავი ხელში ავიყვანო, ზაზა კი ძალიან ემოციურია. ის ამ ზაფხულს საქართველოში ჩამოსვლას და კონცერტებით ხალხისთვის თანადგომის გამოხატვას გეგმავს.

– პოლიტიკაში ხომ არ წავა?

– არა, ის მუსიკოსია და თავის საქმეს ემსახურება.

– და–ძმას ალბათ ძალიან გიჭირთ ასე შორიშორ ყოფნა.

– კი, ეს ძალიან მძიმეა ჩვენთვის, მაგრამ ასე მოიტანა ცხოვრებამ. ძალიან უნდა უკან დაბრუნება, მაგრამ ჯერჯერობით საქართველოში არ არის ისეთი სიტუაცია, რომ ზაზას პროფესიის ადამიანმა თავისი შესაძლებლობების რეალიზება მოახდინოს. ქვეყანაში უნდა იყოს ისეთი მდგომარეობა, რომ ასეთი მუსიკოსები სამშობლოში დაბრუნდნენ.

ირინე მჭედლიძე

კატეგორია:  განათლება
კომენტარები  (სულ) 0
კავშირი ტეგთან: განათლების სამინისტრო
20.11.2014 02:18
ვზრდით მომავალ ხელმძღვანელს


ყველა მშობელს სურს, მისი შვილი ძლიერი და წარმატებული იყოს, მაგრამ ამას როგორ მიაღწიონ, რისი გაკეთებაა ამისთვის...
14.11.2014 09:53
კახა ბენდუქიძის პატივსაცემად სტუდენტებმა თავისუფალი უნივერსიტეტის ფოიეში სანთლები დაანთეს


კახა ბენდუქიძის პატივსაცემად სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა თავისუფალი უნივერსიტეტის ფოიეში...
13.11.2014 16:01
თსუ ვლადიმერ პაპავას განცხადებას ავრცელებს


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ ბოლო...
03.11.2014 11:54
ნოდარ ხადური - ახალი სასწავლო წლიდან მასწავლებელთა საბაზისო ხელფასი 50 ლარით იზრდება


ახალი სასწავლო წლიდან მასწავლებელთა საბაზისო ხელფასი 50 ლარით, მაღალი კატეგორიის პედაგოგთა ხელფასი კი...
29.10.2014 15:54
გია ლორთქიფანიძის სიდედრ დალი გომელაურს განათლების სამინისტრო მფარველობს?


სკოლის დირექტორების თემა ჩვენში არაერთი სკანდალის მიზეზი გამხდარა. ლოტოტრონით განაწილებული დირექტორების...
21.10.2014 12:50
განათლების სამინისტრო და პარლამენტი ვერ შეთანხმდნენ


მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემასთან დაკავშირებით, რომელიც მასწავლებელთა...
13.10.2014 15:22
ივანე კიღურაძე - განათლების სამინისტრო ლომაიასა და შაშკინის კურსს აგრძელებს


ფაქტობრივად, გამოდის, რომ სამინისტრო აგრძელებს ლომაიასა და შაშკინის კურსს, - ამის შესახებ განათლების,...
13.10.2014 12:55
თამარ სანიკიძე გადადგომისთვის მზადაა


 განათლების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, შეუცვლელი არავინაა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენობაში...
13.10.2014 12:34
1 იანვრიდან პედაგოგთა ხელფასის გაზრდა იგეგმება


1 იანვრიდან პედაგოგთა ხელფასის ზრდა იგეგმება. როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ...
13.10.2014 00:46
შვილის მეცადინეობა ტანჯვად რომ არ გექცეთ


მოსწავლეებს შორის გვხვდებიან უნიკალური ბავშვები, რომლებიც ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ახერხებენ...
21.10.2014 12:50
პრობლემა
გამარჯვება
შეხვედრა
სამართალი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს...
ცუდი ამბავი
ლანჩხუთში, 37 წლის ქალმა ია ებრალიძემ...
გულახდილი
ამ წერილს რომ გწერთ, მეტირება. რას არ...
თბილისი
EUR
2.2313
USD
1.7938
RUB
0.0392
870192
845464